საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პედაგოგიკის მაინორი პროგრამის საგნების არჩევის მსურველთა საყურადღებოდ!

ფაკულტეტი შეეცდება, რომ 18 სექტემბრის კვირაში გაიხსნას პედაგოგიკის კურსები ჯერ მხოლოდ მათთვის, ვისაც უკვე გავლილი აქვს მაინორის გარკვეული დისციპლინები. ამისათვის საჭიროა, 22 სექტემბრამდე განცხადებით მიმართოთ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს (chancellery.pes@tsu.ge), რომელშიც მითითებული იქნება, თუ რომელი საგნების გავლა გსურთ და თან დაურთოთ ცნობა თქვენი ფაკულტეტიდან პედაგოგიკის მაინორის უკვე გავლილი საგნების მითითებით. გამონაკლისის სახით, მოგეცემათ საგნის ჩანაცვლების საშუალება.

რაც შეეხება მათ, ვისაც ჯერ არ გაუვლია პედაგოგიკის მაინორის არც ერთი საგანი და ახლა სურს კურსების არჩევა, 25 სექტემბრისთვის ველოდებით ოფიციალურ პასუხს განათლების სამინისტროდან პედაგოგიკის მაინორის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების დაწესების შესახებ, რის შემდეგაც გადაწყდება, მიეცემათ თუ არა აღნიშნული საგნების არჩევის საშუალება მათ, ვისაც გავლილი არ აქვს პედაგოგიკის მაინორის კუთვნილი არც ერთი კურსი.

თანდართულია იმ კურსების ჩამონათვალი, რომლის არჩევასაც შეძლებთ ზემოთ დასახელებულ ვადებში მას შემდეგ, რაც სამართლებრივად დარეგულირდება აღნიშნული პროგრამის ფუნქციონირება.

თარიღი: 18/09/2023